ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, კომპანიამ Apple ახალი პლანშეტები iPad Air და iPad Mini წარადგინა.
როგორც კომპანიის მიერ საკუთარ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ახალი iPad Air აღჭურვილია Retina ეკრანით, რომლის დიაგონალია 10,5 დიუიმი (26,67სმ), პროცესორი A12 Bionic, ასევე ლამინირებული დისპლეი ტექნოლოგიით Tone, რომელიც გამოსახულების ხარისხს აუმჯობესებს.
iPad Mini-ისთვის შემქმნელებმა შეინარჩუნეს 7,9 დიუიმიანი (20სმ) დიაგონალის ეკრანი, თუმცა დაამატეს ახალი პროცესორი A12 Bionic. გარდა ამისა, მოწყობილობის მართვა უკვე შესაძლებელია სტილუსით Apple Pencil.
ახალი პლანშეტების მეხსიერებაა - 64 და 256 გბ. ორივე მოდელი გაიყიდება ვერცხლისფერი, ოქროსფერი და რუხი კორპუსის შეფერილობით.
iPad Mini-ს ფასი 399 ხოლო, iPad Air -ის ფასი 499 დოლარიდან დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას ამ პლანშეტების განახლების შესახებ აქამდე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.