„ჰაბ ჯორჯიამ“ ტვირთების გადაზიდვის სფეროში არსებული პრობლემების კვლევა დაიწყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვასილ ურუშაძის განცხადებით გამოკვლეული იქნება ის, თუ რამ განაპირობა ტვირთების საავტომობილო გზით გადატანის ზრდა. მისივე თქმით, კვლევის ანგარიში ერთ თვეში მზად იქნება.
„ზოგადად ტენდენცია, რომ საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვა კონკურენციაში მოდის რკინიგზის გადაზიდვებთან, არის ერთგვარი დისბალანსი და რყევების გამომწვევი ერთიან სატრანსპორტო სისტემაში. პრობლემა არ არის მხოლოდ ერთ სეგმენტში, პრობლემა არის კომპლექსური, რომელსაც სჭირდება შესწავლა, ინფორმაციის მოძიება დამუშავება. ერთი თვის შემდეგ ჩვენ გვექნება კვლევის ანგარიში და ამ კვლევის ანგარიშის საფუძველზე, დავდებთ სარეკომენდაციო პაკეტს, რომ ხელისუფლებას შევთავაზოთ კონკრეტული გზები, რითაც ჯანსაღი კონკურენცია იქნება სატვირთო გადაზიდვების სფეროში“, - განაცხადა ჰაბ ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა.
ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი