დღეს ჩვენთვის პრაქტიკულად წარმოუდგენელია ცხოვრება სმარტფონების გარეშე. თუმცა სულ რაღაც 20 წლის წინ ყველაფერი სხვანაირად იყო.
სტივ ჯობსმა ჯერ კიდევ 80-90-იან წლებში დააანონსა ტექნოლოგიური მომავალი, რომელიც თანამედროვე ყოფაში სრულდება ან უკვე ახდა.
წარმოგიდგენთ სტივ ჯობსის 5 ტექნოლოგიურ პროგნოზს, რომელიც რეალობად არის ქცეული:
პლანშეტები - პირველი iPad 2010 წელს გამოჩნდა, თუმცა სტივ ჯობსი პლანშეტებზე ჯერ კიდევ 1983 წელს საუბრობდა. არსებობს აუდიოჩანაწერი, სადაც ჯობსი წიგნის ზომის კომპიუტერზე ლაპარაკობს.
ხმოვანი ასისტენტები - „ალექსა“, „საირი“ და სხვა ხმოვანი ასისტენტების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე, შორეულ 1984 წელს სტივ ჯობსი ვირტუალური ასისტენტების გამოჩენას პროგნოზირებდა. მისი თქმით, ეს ტექნოლოგია იქნებოდა ისე, თითქოს კომპიუტერში ზის ადამიანი, პასუხობს და ეხმარება სხვა ადამიანს.
სმარტფონი - ამ მოწყობილობას კი ბავშვები 10 წლის ასაკიდან მიიღებენ, საუბარია მოწყობილობაზე, რომლებიც ტექნოლოგიურად იქნება დახვეწილი და მათ შორის, ხმოვანი ასისტენტი გამოჩნდება მასშიც, შესაბამისად, მშობლები მათი გამოყენების უფლებას ბავშვებს 10 წლიდან დართავენ. როგორც ცნობილია, 2016 წლის კვლევამ აჩვენა, რომ მშობლები შვილებს სმარტოფონებს სწორედ 10 წლის ასაკიდან ყიდულობენ.
სტარტაპები კონკურენციას გაუწევენ კორპორაციებს ინტერნეტის მეშვეობით - სტივ ჯობსი 1995 წელს აცხადებდა, რომ ინტერნეტი გახდება საშუალება, რომლის მიხედვით სტარტაპები მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევდნენ მსხვილ კორპორაციებს, ვინაიდან ინტერნეტი მათ საშუალებას მისცემს, გაყიდოს საკუთარი პროდუქცია ინტერნეტში. ამასთან, სტივ ჯობსი მაშინ ამბობდა, რომ მსხვილი კომპანიები ამ მხრივ რისკებზე ყურადღებას არ გაამახვილებდნენ.
ინტერნეტი გლობალურად ხელმისაწვდომია და განვითარებულია ონლაინ-კომერცია - ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პროგნოზი, რომელიც სტივ ჯობსმა გამოთქვა და ახდა, არის ინტერნეტის მასიური ხელმისაწვდომობა. კითხვაზე, რა შეუწყობდა ინტერნეტის ასეთ განვითარებას ხელს, ჯობსმა 1996 წლის ინტერვიუში უპასუხა, რომ ეს იქნებოდა კომერცია.