საქართველოში ტრეიდერობის მიმართ დაინტერესება სულ უფრო მზარდია.
მიუხედავად იმისა, რომ ბირჟაზე ვაჭრობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე დიდი ხნის დანერგილი საქმიანობაა, საქართველოში ტრეიდერობა „ახალგაზრდა“ პროფესიაა და მასზე ამომწურავი ინფორმაცია მოქალაქეების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს.
ტრეიდერი არის ადამიანი, რომელიც ფინანსურ ბაზარზე ვალუტით, აქციებითა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობს. მსოფლიოში ყველაზე დიდი ფული სწორედ ამ სფეროში ბრუნავს. კერძოდ, დღეში საშუალოდ, 10 ტრილიონი დოლარი ტრეიდინგში ივაჭრება.
ეს სფერო საშუალებას იძლევა, რომ ხარჯების გარეშე გამოიმუშაოთ თანხები ისე, რომ დამოკიდებული არ იყო შენი ქვეყნის ფაქტორებზე, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა და ა.შ.
ამ მიმართულებით საქართველოში მომუშავე ლიცენზირებული პირველი ქართული კომპანია VipTrade-ა, რომელიც უკვე 2 წელია ქართულ ბაზარზე არსებობს. კომპანიის მიზანია, რომ საბირჟო ინდუსტრია ყველასთვის ხელმისაწვდომი და შემოსავლიანი გახდეს. VipTrade-ის მეშვეობით ვაჭრობა ხელმისაწვდომია საერთაშორისო ფინანსურ ბაზარზე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, კვირაში 5 დღე, 24 საათის განმავლობაში, რაც ტრეიდერობას ძალიან მოხერხებულ პროფესიად აქცევს.
სავალუტო ბირჟას, სხვა ბაზრებისგან განსხვავებით, არ აქვს ცენტრი. ასევე, არ გააჩნია კონკრეტული ვაჭრობის ადგილი.
VipTrade-ი არის შუამავალი ტრეიდერსა და ბაზარს შორის, რომელიც ასახავს რეალურ რეჟიმში, რეალურ ფასებს და აძლევს ლიკვიდურობის საშუალებას. ანუ პირს მისთვის სასურველ დროს შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან იყიდოს, ან გაყიდოს პროდუქცია და ამასთან, ფული ადგილზე გაანაღდოს.
მარტივად რომ ვთქვათ, VipTrade-ი მთელ ამ პროცესში წარმოადგენს შუამავალ კომპანიას. ამისათვის კი ყველა დაინტერესებული პირისთვის ატარებს უფასო ტრენინგებსა და კონსულტაციებს. ამასთან, სთავაზობს ქართულენოვან პლატფორმას, რომელიც სრულად ადაპტირებულია ქართულ კანონმდებლობასთან, უზრუნველყოფს მის სისტემაში ჩართული ანგარიშების დაცულობას, უსაფრთხოებას და ლიკვიდურობას. კომპანია პლატფორმის საშუალებით აკავშირებს ტრეიდერს ელექტრონულ ბაზართან და შემოსავალი აქვს ამის საკომისიოდან.
VipTrade -მა არსებობის 2 წლიან პერიოდში უკვე მეოთხე მომსახურების ცენტრი გახსნა თბილისში, კერძოდ, ფილარმონიის შენობაში. კომპანიას ფილიალი აქვს ქუთაისშიც.
როგორც VipTrade -ში განმარტავენ, იმისთვის, რომ ტრეიდერმა მსოფლიო ბირჟაზე ვაჭრობა შეძლოს, მნიშვნელოვანია უნარები და ამასთან, ეკონომიკური ცოდნაც, რომელსაც დაინტერესებულ პირებს კომპანია სრულებით უფასოდ სთავაზობს.
იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე თეორია, კომპანია სწავლების განმავლობაში მსურველებს დემო ვერსიაზე აძლევს წვდომას, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ვირტუალურ თანხით ივაჭრონ რეალურ ბაზარზე და ამ გზით მიიღონ პრაქტიკა.
როგორც კომპანიის გამოცდილებამ აჩვენა, ათვისებული უნარი ინდივიდუალურია, თუმცა ორ კვირაში შესაძლებელია ტრეიდინგის საფუძვლების შესწავლა. საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ დაინტეერსებული პირებისა და VipTrade -ის ურთიერთობა ტრენინგის შემდეგ არ სრულდება - კომპანია მათ ყოველთვის უწევს დამატებით კონსულტაციებსა და დახმარებას.
რაც შეეხება რეგულაციებს, რომელიც ტრეიდინგის საკონტროლებლად არსებობს, ეს სფერო მკაცრად კონტროლდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, რომელიც ყოველდღიურად აკეთებს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის მონიტორინგს, რაც უზრუნვეყოფს დაცულობას.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვიპ ტრეიდის ვებზე ან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 47-ე განკარგულებით, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ტრეიდერის თანხები გამიჯნულია კომპანიის თანხებისგან, ასევე პლატფორმა უნდა იყოს გამართული და ლიკვიდურობის პროვაიდერი. ამის გარდა ბანკი ავალდებულებს კომპანიას, რომ თუ თავად არის კონტრაჰენდი 25% უნდა ჰქონდეს ანგარიშზე გაყინული.
აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველოს ბევრი მოქალაქე გახდა სხვადასხვა თაღლითური სქემის მსხვერპლი, რის გამოც ამ სფეროს რეგულირება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოხდა და შესაბამისი მექანიზმი - ლიცენზირება საბროკერო კომპანიებისათვისაც დაწესდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზია კი ნიშნავს, რომ კომპანია შეესაბამება სებ-ის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. ამასთანავე, ლიცენზია არის გარანტია, რომ მომხმარებელი აბსოლუტურად დაცულია ნებისმიერი თაღლითური სქემისგან.
რაც შეეხება რისკებს, ზოგადად, ყველა ტრეიდერი ვაჭრობს ინდივიდუალურად, ბაზარი დამოკიდებულია მიდგომაზე, რამდენად შეგიძლია თეორიის ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. კომპანიას შეუძლია დაინტერესებულ პირს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ამ სფეროზე და პრაქტიკაც გაატაროს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია პირის გადაწყვეტილებებსა და მიდგომებზე.
გარდა ამისა, დღევანდელი ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ რაღაც ზღვარზე მეტად ტრეიდერი ვერ დაზარალდეს, ხოლო შემოსავალი მიიღოს იმდენი, რამდენის საშუალებასაც საკუთარი ანალიზის უნარი აძლევს.
„არსებობს მიდგომები, როგორიცაა მანი მენეჯმენტი და რისკ მენეჯმენტი. ანუ მართვა შემოსავლებით და რისკებით. ჩვენ შეგვიძლია გავაანალიზოთ ინსტრუმენტი, შესაბამისად, ფასი ავწიოთ ზემოთ, თუმცა არსებობს გაუთვალისწინებელი შემთხვევები. მაგალითად, გზაზე გადასვლისას ჩვენ ვუყურებთ გზის ორივე მხარეს, ვაანალიზებთ უსაფრთხოებას და შემდეგ გადავდივართ, თუმცა თუ ვინმე არაადეკვატური გადაგვიჭრის გზას, ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მომენტია, სადაც უკვე ჩვენი უსაფრთხოება 100%-ით აღარ არის დაცული. ასევე არსებობს ტრეიდინგში ფორსმაჟორული, ტრეიდერისგან დამოუკიდებელი მიზეზები“,- განმარტავენ კომპანიაში.
(R)