„ბიზნესპრესნიუსის“ გამოკითხვა - სუპერმარკეტების რომელი ქსელის მომხმარებელი ხართ?

საცალო ვაჭრობის სექტორი საქართველოში სწრაფად ვითარდება. ბოლო 4 წლის განმავლობაში სექტორის შემოსავლები 5,8%-ით გაიზარდა და 2017 წელს 7.8 მილიარდ ლარს მიაღწია.

TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, 2017 წელს მთლიანი სექტორის შემოსავლების 16%-ორგანიზებულ; ხოლო 84% არაორგანიზებულ ობიექტებზე მოდის. თავის მხრივ ორგანიზებული ობიექტები კი, როგორებიცაა ჰიპერმარკეტები და ბრენდირებული სუპერმარკეტები, ბაზარს შემდეგნაირად ინაწილებენ: ლიდერია „კარფური“ -29%-ით; მას მოსდევს „ნიკორა“, რომელიც ბაზრის 21%-ს იკავებს; მე-3 ადგილზეა „ორი ნაბიჯი“ – 13%-ით; მე-4 პოზიციას 10%-ით „სპარი“ იკავებს, ხოლო მე-5-ზე „გუდვილია“, რომელზეც ბაზრის 9%-იანი წილი მოდის.

ათეულში არიან ასევე: „უნივერსამი“-5%; „აგროჰაბი“, „მაგნიტი“ და „დეილი“, რომელთაც ბაზრის 2%-2%-2% უკავიათ და „ევროპროდუქტი“ 1%-იანი წილით. 6% კი სხვა მოთამაშეებს უკავიათ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ სუპერმარკეტების რომელ ქსელს ანიჭებენ უპირატესობას მომხმარებლები. შესაბამისად, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით გთავაზობთ გამოკითხვას.