თბილისის მერიასთან ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი მერიის მიერ შემოღებულ რეგულაციებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, მათი მთავარი მოთხოვნა თბილისის მერთან ან მის წარმომადგენლებთან შეხვედრა და მოლაპარაკებაა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება და არ მოხდება მოლაპარაკება რეგულაციების გაუქმებასთან დაკავშირებით.