25-მეგაპიქსელიანი სელფის კამერის მქონე  Samsung Galaxy A40  უკვე ევროპის ბაზარზეა

კომპანია „სამსუნგმა“ მისი ბიუჯეტური A ხაზის კიდევ ერთი მოდელი წარადგინა, რომლის გაყიდვები ევროპაში დაიწყო. ეს არის Samsung Galaxy A40.

Galaxy A40 კომპანიის ორ მოდელს Galaxy A50 და Galaxy A30-ს შორის ნიშას დაიკავებს. ის აღჭურვილია 5.9-ინჩიანი Super AMOLED პანელით, რომლის გაფართოებაც არის Full HD+ რეზოლუცია და გამორჩეულია ე.წ. უსასრულობის ეკრანით, რომელსაც კომპანიაში უწოდებენ „Infinity-U“ დისპლეის. რაც შეეხება პროცესორს, ეს არის Exynos 7885, მისი ოპერატიული მეხსიერება 4 გბ-ია.

ეს დაბალფასიანი ტელეფონი გამორჩეულია მაღალი ხარიხის კამერებით, ის 16 MP + 5 MP უკანა და 25 MP ფრონტალური კამერებითაა აღჭურვილი. მას თითის ანაბეჭდის სენსორი და 3,100 mAh ელემენტი აქვს.

რაც შეეხება ფასს - Samsung Galaxy A40 ღირს €249 ევრო და ის 4 ფერშია ხელმისაწვდომი, ესენია - შავი, ლურჯი, თეთრი და მარჯნისფერი.

კოკა კვირკველია