შვედური საავტომობილო კომპანია Volvo Cars-ი 2020 წლიდან მის მიერ წარმოებულ ყველა ახალ ავტომობილში სპეციალურ კამერებს დაამონტაჟებას, რომლებიც მძღოლის დაღლილობას და სიმთვრალეს ამოიცნობენ.
„ჩვენ განვიხილეთ გზებზე პოტენციური საფრთხის ორი სფერო: ყურადღების გაფანტულობა და მთვრალი მძღოლები. 2020 წლიდან ყველა ახალი Volvо აღიჭურვება შიდა კამერებით, რომლებიც მიმართული იქნება მძღოლებზე, მათი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, როცა ეს აუცილებელია“, - აცხადებენ კომპანიაში.
ახალი სისტემა შემდეგი სახით იფუნქციონირებს: კამერები აკვირდებიან მძღოლის სახის გამომეტყველებას და მისი თვალების რეაქციას, რათა გააკონტროლონ საჭირო ყურადღება, რომელიც მართვის დროს არის აუცილებელი. ისინი არ მოახდენენ რეაგირებას მცირე გადაცდომებზე, თუმცა თუ საჭესთან მჯდომი არ აქცევს გზას სათანადო ყურადღებას დიდი ხნის განმავლობაში, ის გადასცემს მშვიდ შემახსენებელ ხმოვან სიგნალს ან ტექსტურ შეტყობინებას დისპლეიზე. სისტემის აქტიური ჩართვა კი მოხდება მაშინ, როცა ის განსაზღვრავს, რომ მძღოლის ქმედებამ შესაძლოა, გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება მისი ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, თუ მან მოადუნა ყურადღება მართვაზე ან ჩაეძინა, ასეთ დროს ავტომობილი თავად დაიწყებს გაჩერებას, გადავა ზოლიდან და სრულად შეწყვეტს მოძრაობას.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მარტის დასაწყისში ისიც თქვა, რომ უსაფრთხოების მიზნით მის ახალ ავტომობილებში მაქსიმალურ სიჩქარეს 180კმ/სთ-მდე შეზღუდავს.