„ალბათ ბრიყვები ვგონივართ, სხვა ალტერნატივას ვეღარ ვხედავ“ - რატომ მიჩუმდა ხაზარაძის საქმე?

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე ჰაერშია გამოკიდებული. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“გადაცემაში Newsroom-ი განაცხადა.

„ეს სისხლის სამართლის საქმეც დაკიდებულია - არც ჰოს ამბობენ და არც არას. მერე კი გამოდიან და ძალიან გულუბრყვილო თვალებით გვეუბნებიან - რა კავშირი აქვს იმ სისხლის სამართლის საქმეს ანაკლიის პროექტთან?! შეუძლიათ გვითხრან, რომ ფულის გათეთრებას კი ვედავებით მამუკა ხაზარაძეს, მაგრამ რა კავშირი აქვს ამას იმასთან, რომ მამუკას ვიღაცამ 600 მილიონი აღარ მისცეს. ალბათ, ჩვენ ვგონივართ ბრიყვები, სხვა ალტერნატივას ვეღარ ვხედავ. რაც შეეხება ბოლო პერიოდში თემის მიჩუმებას, არც უნდა ზედმეტი ხმაური, რადგან ამ დაკიდული თემის ფონზე თავის ამოცანებს წყვეტენ,“-განაცხადა ხუხაშვილმა.

თაია არდოტელი