„ფეისბუქის“ მესენჯერს ახალი ფუნქცია დაემატა

„ფეისბუქის“ მესენჯერს ახალი ფუნქცია დაემატა. კერძოდ, მომხმარებელს შეუძლია კონკრეტულ შეტყობინებას გასცეს პასუხი.

რაც მიმოწერას კიდევ უფრო მარტივად აღსაქმელს ხდის. კონკრეტული მოწერილისთვის პასუხის გასაცემად უნდა მიიტანოთ ე.წ თაგვი მოწერილთან და გვერდით გამოჩნდება, როგორც რეაქციები, ასევე ღილაკი MORE და შემდეგ REPLY, ანუ პასუხი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფუნქცია „ფეისბუქს“ ამ დრომდე მხოლოდ კომენტარებზე ჰქონდა, სადაც საშუალება ეძლევა მომხმარებელს, რომ კონკრეტულ კომენტარს უპასუხოს.