ერაყის მოქალაქე დააჯარიმეს

ერაყის მოქალაქეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დეკლარირების გარეშე ოქროს ნაკეთობების შემოტანას შეეცადა, ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მგზავრი 22 ივლისს თურქეთის მხრიდან საბაჟო გამშვები პუნქტ "ვალეს" ტერიტორიაზე შევიდა.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, მის ბარგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ, 1 ცალი ბეჭედი, 1 წყვილი საყურე, 2 ცალი კულონი, 2 ცალი სამაჯური, 2 ცალი ყელსაბამი და 1 ცალი გულსაბნევი აღმოაჩინეს.

ნივთების საერთო წონამ 75,64 გრ., საერთო ღირებულებამ კი 4180,6 ლარი შეადგინა.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, პირს სანქციის სახით 4180,6 ლარიანი ფულადი ჯარიმა შეეფარდა.