"ფეისბუქის" მილიონობით მომხმარებლის პაროლი გაშიფრულია - თუ თქვენც მათ შორის ხართ, შეტყობინებას მიიღებთ

“ფე­ის­ბუქს“ ასო­ბით მი­ლი­ო­ნი მომ­ხმა­რებ­ლის პა­რო­ლი და­უ­შიფ­რავ ტექ­სტად ჰქონ­და შე­ნა­ხუ­ლი, „ინ­დე­ფენ­დენ­თი“ წერს, რომ ამის შე­სა­ხებ კომ­პა­ნი­ა­ში ადას­ტუ­რე­ბენ.

„ფე­ის­ბუ­ქის“ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა პედ­რო კა­ნაჰუ­ა­ტიმ გა­ნა­ცხა­და, რომ პა­რო­ლებს კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ხე­დავ­დნენ, თუმ­ცა არ დას­ტურ­დე­ბა, რომ რო­მე­ლი­მე მათ­გან­მა ინ­ფორ­მა­ცი­ით ბო­რო­ტად ისარ­გებ­ლა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ან­გა­რიშ­ში შე­ვი­და.

კა­ნაჰუ­ა­ტის თქმით, „ფე­ის­ბუ­ქი­სა“ და „ინ­სტაგ­რა­მის“ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რო­მელ­თა პა­რო­ლე­ბი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყო, შე­ტყო­ბი­ნე­ბას მი­ი­ღე­ბენ.

„ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩვენ­თვის არა­ფე­რია,“ - აცხა­დებს „ფე­ის­ბუ­ქის“ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი.