„ბიზნესპრესნიუსის“ გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 28% „კარფურის“ მომხმარებელია

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სუპერმარკეტების რომელ ქსელს ანიჭებენ უპირატესობას მომხმარებლები. საიტზე გამოკითხვა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობა და მონაწილეობა 3 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ გამოკითხვაში მონაწილეთა 28% „კარფურის“ მომხმარებელია. მას მოსდევს „ნიკორა“ 15%-ით, „ორი ნაბიჯი“ 13%, მე-4 ადგილზე უბნის მაღაზიები გავიდა და ხუთეულს ამთავრებს „გუდვილი“, რომლის მომხმარებელიც გამოკითხულთა 7%-ია.

გამოკითხულთა 6% საყიდლებზე „აგროჰაბში“ დადის, 4-4% უპირატესობას „მაგნიტსა“ და „ფრესკოს“ ანიჭებს, გამოკითხულთა 3% „უნივერსამის“ მომხმარებელია, ყველაზე ცოტა - 2% კი „ევროპროდუქტების“.

ლიკა ამირაშვილი