როგორ უნდა შეუქმნა მოტივაცია ადამიანებს სამსახურში, სკოლაში თუ სახლში? - დაივიწყე ყველაფერი, რაც ამ თემაზე იცოდი. დანიელ ჰ. პინკი ყველა პირამიდას არღვევას და მოტოვაციის საიდუმლოს მსოფლიო ბესტსელერში - Drive ამხელს.
წიგნი განკუთვნილია HR სპეციალისტების, გუნდის ლიდერების, მენეჯერებისა და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს, რა გვაძლევს მოტივაციას და გვამოძრავებს სინამდვილეში.
ეს არის წიგნი, რომელიც ცვლის აქამდე დამკვიდრებულ მიდგომებს და სრულ გადატრიალებას ახდენს. „წარსულს ჩაბარდა „დასჯის- წახალისების“ მეთოდი, ამბობს დანიელ ჰ. პინკი და სრულიად ახალ მიდგომებს გვთავაზობს.
ავტორის თვლის, რომ „ჯილდო და სასჯელი“ გასული საუკუნის ტენდენციაა და 21-ე საუკუნეში წარმატებული მუშაობისთვის გვჭირდება, წინა პლანზე წამოვწიოთ ავტონომიურობა, დაოსტატება და მიზნის დასახვა.
აღნიშნული თეორიის განმტკიცებას და ისლუსტრირებას კი ავტორი ძალიან ბევრი ექსპერიმენტისა და კვლევის საფუძველზე ახდენს.
ბესტსელერში განხილულია მრავალი ქეისი, რომელთა შორის მოყვანილია მაიკროსოფტის მიერ გამოგონილი ენციკლოპედია, რომელზეც მრავალი თეორეტიკოსი მუშაობდა და ამასთან, ძალიან დიდი ადამიანური და ფულადი რესურსი დაიხარჯა. ავტორი მაიკროსოფტის გამოგონებას უპირისპირებს „ვიკიპედიას“, რომელიც ენთუზიამზე აგებული ბიზნესია და ყოველდღიურად სულ უფრო ძლიერდება. მაიკროსოფტმა კი ძალიან მალე დაკარგა აქტუალობა.
წიგნის ავტორი მკითხველს უამრავ რჩევას სთავაზობს. კერძოდ: თუ როგორ შევაქოთ ადამიანები სწორად, როგორ მივანიჭოთ მათ საქმის კეთების პროცესში თავისუფლება, როგორ ვუზრუნველყოთ სამართლიანობა, როგორ დასვათ კითხვები სწორად და ა.შ.
სწორედ მოტივაციის ამაღლების განსხვავებული მიდგომების გამო, Drive მსოფლიოს მასშტაბით მრავალი წარმატებული ბიზნესმენის სამაგიდო წიგნი გახდა.
ამასთან, Drive ბიზნესლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ კლასიკად იქცა. ის გამოსვლისთანავე გახდა New York Time-ის ბესტსელერი და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.
წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტია კომპანია Insource-ს მმართველი პარტნიორი მედეა ტაბატაძე. როგორც იგი წიგნის შეფასებისას აღნიშნავს, Drive, ერთი შეხედვით, სტატიების კრებულია, რომელიც ექსპერიმენტებისა და კვლევების თეორიებსაც კი იზიარებს, თუმცა მკითხველს აუცილებლად დააფიქრებს შემდეგ მნიშვნელოვანი მესიჯები:
„Drive-ის წაკითხვის შემდეგ, ვფიქრობ, ჩემ მსგავსად, მკითხველსაც გაუჩნდება აზრი, რომ მიზანს, ჰქონდეს საინტერესო ცხოვრება და საინტერესო საქმე, ადამიანი მიაღწევს მას შემდეგ, რაც ექნება თავისუფლება (ავტონომია), ამოირჩიოს, აკეთოს და დაოსტატდეს იმაში, რაც ძალიან მოსწონს“,-აღნიშნავს, მედეა ტაბატაძე.
Drive-ის პრეზენტაცია 29 მარტს, 19:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” მოხდება. ამასთან, პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება თემაზე: მოტივაცია 3.0 - რა გვამოძრავებს სინამდვილეში?
ღონისძიების სპიკერები იქნებიან მედეა ტაბატაძე და პაატა პაპავა.
მედეა ტაბატაძე ისაუბრებს მოტივაციის ეკოსისტემაზე - რას და რატომ ვარქმევთ მოტივაციას, რას ვგულისხმობთ მოტივაციის მართვაში.
განათლების სპეციალისტი, ტრენერ-კონსულტანტი, კომპანია Teamboat-ის დამფუძნებელი და დირექტორი პაატა პაპავა ჩაატარებს ვორკშოპს მოტივაციის სხვადასხვა მეთოდის თემაზე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ - tkt.ge/BlueOcean-ის საშუალებით.