ავტორიტეტული ანალიტიკური კომპანია "ეკონომისტის" დაზვერვის განყოფილება მსოფლიოს ქალაქებში ცხოვრების ხარისხს ადგენს.
კვლევის ფარგლებში კომპანიამ სხვადასხვა ქალაქებში ლუდის ღირებულებაც შეისწავლა.
წარმოგიდგენთ 9 საცხოვრებლად ყველაზე იაფ ქალაქებს, სადაც ლუდი ყველაზე იაფი ღირს.
ჩენაი, ინდოეთი
ინდოეთის ქალაქ ჩენაიში ბევრი ადგილია, სადაც ლუდის ყიდვა შესაძლებელია. 2019 წელს ამ ქალაქში ლუდი საშუალოდ 2.05 დოლარი ღირს. მაშინ როდესაც წინა წელს ეს ფასი 2.11 დოლარი ღირდა.
ბუენოს აირესი, არგენტინა
ამ ქალაქში 2017 წლიდან ლუდი მეტად პოპულარული გახდა, ეს კი იმან გამოიწვია რომ ქალაქში ბევრი ბარი და ლუდის დასალევი ადგილები გაიხსნა. კვლევის მიხედვით, ბუენოს აირესში ლუდის ფასი საშუალოდ 0,89 დოლარი ღირს. 2018 წელს მისი ფასი 1,45 დოლარი იყო, 5 წლის წინ 1,30 დოლარი, 10 წლის წინ კი 0,44 ღირდა.
ლაგოსი, ნიგერია
ბოლო ორი წლის განმავლობაში ლაგოსში რამდენიმე ლუდის ფესტივალი ჩატარდა. 2019 წელს აღნიშნულ ქალაქში ლუდის ფასი 0,53 დოლარია. რაც შეეხება წინა წლებს, შარშან მისი ფასი 0,50 დოლარი იყო. 5 წლის წინ კი 0,94 დოლარი, 10 წლის წინ კი 1,78 დოლარი იყო.
კარაჩი, პაკისტანი
პაკისტანში მუსულმანებს ალკოჰოლური სასმელების ყიდვა არ შეუძლიათ. თუმცა მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც მუსულმანები არ არიან, ლუდის შეძენა ნებადართულია. აღნიშნულ ქალაქში ლუდის ფასები ასე გამოიყურება:
2019 წელი: 3,97 დოლარი
2018 წელი: 4,37 დოლარი
5 წლის წინ: 2,87 დოლარი
10 წლის წინ: 3,34 დოლარი
ბანგალურუ, ინდოეთი
2017 წელს ბანგალურუს ხელისუფლებამ ალკოჰოლური სასმელების გაყიდვასთან დაკავშირებით მკაცრი ზომები მიიღო. 2019 წელს ამ ქალაქში ლუდის ფასი საშუალოდ 4,15 დოლარია. შარშან ეს ფასი 3,70 დოლარი ღირდა.
ალმა-ატა, ყაზახეთი
ადგილობრივი მედიის ცნობით, ყაზახური ლუდის მრავალი ბრენდი სწორედ ამ ქალაქში მზადდება. აღნიშნულ ქალაქში ლუდის ფასები კი ასე გამოიყურება:
2019 წელი: 0,92 დოლარი
2018 წელი: 1,00 დოლარი
5 წლის წინ: 1,77 დოლარი
10 წლის წინ: 1,43 დოლარი
ტაშკენტი, უზბეკეთი
ტაშკენტს საკუთარი ირლანდიური პაბი აქვს, სადაც რამდენიმე ბრენდს ყიდის. ეს ბრენდები ადგილობრივ ლუდსახარშში ხარშავენ.
აღნიშნულ ქალაქში ლუდის ფასები ასე გამოიყურება:
2019 წელი: 2,03 დოლარი
2018 წელი: 3,21 დოლარი
5 წლის წინ: 4,02 დოლარი
10 წლის წინ: 2,12 დოლარი
დამასკო, სირია
2016 წელს დამასკოში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა ლეგალური გახდა. აღნიშნულ ქალაქში ლუდის ფასები ასე გამოიყურება:
2019 წელი: 0,87 დოლარი
2018 წელი: 0,88 დოლარი
5 წლის წინ: 1,60 დოლარი
10 წლის წინ: 1,63 დოლარი
კარაკასი, ვენესუელა
როიტერის ინფორმაციით, მძიმე ეკონომიკურ კრიზისამდე, 2017 წელს კარაკასი დასვენებისთვის შესანიშნავი ადგილი იყო.
აღნიშნულ ქალაქში ლუდის ფასები ასე გამოიყურება:
2019 წელი: 1,42 დოლარი
2018 წელი: 1,46 დოლარი
5 წლის წინ: 3,57 დოლარი
10 წლის წინ: 1,82 დოლარი