კომპანია „ი-სფეისი“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, ელექტრომობილების დამტენებს ამონტაჟებს, რამდენიმე რჩევას ავრცელებს ამ ტიპის ავტომობილების მფლობელებისთვის.
კომპანიის ცნობით, ელექტრომობილებში გამოიყენება სწორედ ისეთივე ლითიუმ-იონის ბატარეები, როგორებითაც დაკომპლექტებულია ჩვენი მობილური ტელეფონები, ლეპტოპები და ტაბლეტები. ჩამოთვლილი წვრილი ტექნიკის ბატარეის ეფექტურობა, ყოველდღიური დატენვის შედეგად, 1-2 წელიწადში საგრძნობლად კლებულობს, რადგან ლითიუმ-იონის ბატარეების უმეტესობა 600 დამუხტვა-განმუხტვის ციკლს უძლებს.
თუმცა, ელექტრომობილის ბატარეის შემთხვევაში ეს მთლად არ შეესაბამება სინამდვილეს და ამის გათვალისწინებით, კომპანია მოქალაქებს რამდენიმე რჩევას უზიარებს, რაც დაგეხმარებათ გაახანგრძლივოთ თქვენი ელექტრომობილის ბატარეის ექსპლუატაციის ვადა და უფრო ეფექტურად შეძლოთ მისი გამოყენება ამ ვადაში.
ელექტრომობილის ბატარეა ძლებს 8-10 წელიწადს, რაც დამოკიდებულია მის ექსპლუატაციის სტილსა და მოვლაზე. პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ ყველა დატენვის ციკლი განსხვავდება ერთმანეთისგან: დატენვის ციკლების ყველაზე „ცუდი სცენარია“ ბატარეის 0%-მდე დაყვანა და შემდგომ მისი 100%-ით დატენვა: ასეთი დატენვების განმეორებითი ციკლები ყველაზე სწრაფად მოახდენს თქვენი ბატარეის დეგრადაციას.
ზოგადად, „ოქროს წესია“, რომ არცერთი ლითიუმ-იონის ბატარეა არ უნდა განიმუხტოს 0%-მდე, რადგან ეს სწრაფად აკარგინებს მას მოცულობას.
ქვედა ცხრილში თვალნათლივ ჩანს თუ რამდენად შესაძლებელია ბატარეის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება დატენვების კონკრეტული მოცულობის ციკლების მეშვეობით:
ბატარეის „სიცოცხლისუნარიანობის“ შესანარჩუნებლად გაითვალისწინეთ ასევე ჰაერის ტემპერატურაც: თუ არ გეგმავთ ელექტრომობილის გამოყენებას, ან რაღაცა პერიოდით მოგიწევთ მისი დაყენება ავტოფარეხში/ავტოსადგომზე, ან გეგმავთ ელექტრომობილის ტრანსპორტირებას მაგალითად, იაპონიიდან ან აშშ-დან, გაითვალისწინეთ, რომ ჰაერის ტემპერატურის და ბატარეის დამუხტვის პროცენტულობა ასევე გარკვეულ გავლენას იქონიებს ბატარეის ექსპლუატაციის ვადაზე და მის მოცულობაზე.
შედარებისთვის და შენახვის ოპტიმალური რეჟიმის ასარჩევად გთავაზობთ შემდეგ ცხრილს: