„მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ ტექნიკურ რეგლამენტში მთავრობამ ცვლილება შეიტანა. ამის შესახებ მთავრობის 15 მარტის დადგენილებაშია აღნიშნული.
მათ შორის ერთ-ერთი ცვლილება, რაზეც არის საუბარი დადგენილებაში, ეხება გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებას.
კერძოდ, ახალი დადგენილების მიხედვით, მფლობელი ვალდებული იქნება, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების და ამ ცვლილების რეგისტრაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარულ დღეში, გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება განახორციელოს.
რაც შეეხება გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიშს, ის უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
შეგახსენებთ, რომ რეგლამენტი, რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს ქვეყანაში, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციაში ცვლილებების შეტანის პირობებსა და პროცედურებს ადგენს.
ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ ან რეგისტრაციისათვის განკუთვნილ ყველა სახის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, გარდა მოპედისა, აგრეთვე იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელზეც ხდება აირბალონიანი მოწყობილობის განთავსება, მოხსნა, დაყენება და პარამეტრების შეცვლა.