„თუ ანაკლიის პროექტი ახლა არ განვახორციელეთ, ის გადაიდება ან საერთოდ არ განხორციელდება” - ამის შესახებ განცხადება თიბისი ჯგუფისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემაში “ფორბსის კვირა გიორგი ისაკაძესთნ ერთად” გააკეთა.მისივე თქმით, „წინა მთავრობის დროს ძალიან ბევრი სამუშაო შეხვედრა გვქონდა, რადგან ასეთი პროექტი არ შეიძლება მიმდინარეობდეს მუშა-პროცესის გარეშე. ანაკლია არის ერთ-ერთი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის პროექტი. სამწუხაროა ის, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით ერთხელ ვარ შეხვედრილი ინფრასტრუქტურის მინისტრს, მას შემდგომ ჩემი მონაწილეობით შეხვედრა არ გამართულა. პირიქით, სახელმწიფო უნდა იყოს მოწადინებული ამ პროექტის განხორციელება“, - განაცხადა ხაზარაძემ.
როგორც ხაზარაძე აცხადებს, „ვიღაცას უნდა მონათლოს, რომ ეს არის (ანაკლიის პორტი) მამუკა ხაზარაძის პროექტი, ეს არაა მამუკა ხაზარაძის პროექტი. ესაა თითოეული ჩვენთაგანის პროექტი. თუ ჩვენ ეს დრო დავკარგეთ, ეს პროექტი, პირდაპირ გეუბნებით, ან გადაიდება რამდენიმე წლით ან საერთოდ არ განხორციელდება, ამას მე ვამბობ მთელი სერიოზულობით.
ხაზარაძის თქმით, თუ პროექტი გადაიდება იმ გათვლებით, რომ ახალი ტენდერი გამოცხადება ან 600 მილიონს თვითონ სახელწიფო ჩადებს, ქვეყანა პროექტს დაკარგავს.
„ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე ვარ აქ და ჩემს გარეშე სხვას არ შეუძლია ამის კეთება. მეგა პროექტების კეთებას აქვს “მომენტუმი” და “მომენტუმი” დგება ბევრი შემადგენელი ფაქტორისაგან. ესაა გეოპოლიტიკური, ესაა ბანკების მზაობა, ქვეყნის მზაობა რომ მხარში დაუდგეს ამ პროექტს, ესაა კერძო ინვეტორების მზაობა, რისკების აღება იმაზე, რომ 4 კილომეტრში შენ კონფლიქტის ზონა გაქვს ამ დროს იგივე ზონაში სხვა ტერიტორიაზე მცოცავი ანაექსია მიდის.
როგორც კი ეს გადაიდება იმ გაწყობით, რომ ახალ ტენდერს ჩავატარებთ, 600 მილიონი რა არის? ჩვენ თვითონ ჩავდებთ. ესა ა რის ტყუილი და ჩვენ ამ პროექტს დავკარგავთ. მე აქ არ ვლაპარაკობ იმ დანაკარგზე, რასაც მე და ჩემი ჯგუფი განვიცდით, რადგან ეს არაფერი არ იქნება იმ დანაკარგთან მიმართებაში, რასაც საქართველო ნახავს ამ პროექტის დაკარგვით ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ,”-აცხადებს ხაზარაძე.