ვენესუელაში გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტებზე, სამედიცინო პრეპარატებსა და ინვენტარზე მწვავე დეფიციტია. ამის შესახებ სამედიცინო სექტორში დასაქმებულთა ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა პაბლო სამბრანომ განაცხადა.
„წამლებზე დეფიციტი 85%-ზე მეტია და სამედიცინო საჭირო ინვენტარზე 90%, დაფიქსირებულია ინფრასტრუქტურის მნიშვმენლოვანი განადგურება. არ გვაქვს ტომოგრაფიის აპარატები, ვერსად ვერ ჩაიტარებთ შესაბამის გამოკვლევას - ახდენს სომბრანოს ციტირებას გაზეთი El Nacional. პროფკავშირის წარმომადგენლის თქმით, ვენესუელაში შეუძლებელია უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება. „ნებისმიერი ადამიანი, ვისაც მოიყვანს სასწრაფო, აუცილებელია თან ჰქონდეს ფული“, - დასძინა სომბრანომ.
მანამდე ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ეროვნული ფარმაცევტული მრეწველობა უახლოეს მომავალში შეძლებს ქვეყნის საჭიროების 70%-ის დაკმაყოფილებას. ქვეყნის პარლამენტი კი ჯერ კიდევ 2016 წელს საუბრობდა ჰუიმანიტარულ კრიზისზე.