"სამსუნგი" გირჩევთ შეიძინოთ სმარტფონი მხოლოდ "სამსუნგის" ოფიციალური ჰოლოგრამით

"სამსუნგი" საქართველოში სმარტფონებისთვის "სამსუნგის" ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს, რომელიც სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული.

"სამსუნგის" ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისგან.

"სამსუნგის" ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება. სამსუნგის ტექნიკოსები მუდმივად გადიან სწავლებებს და მხოლოდ მათ აქვთ წვდომა ორიგინალ ნაწილებზე. ასევე ისეთ სისტემურ პროგრამებზე, რომლის გარეშეც, საჭიროების შემთხვევაში, ბევრი პროგრამული შეცდომის მოგვარება უბრალოდ შეუძლებელია. ავტორიზებულ სერვის ცენტრში მიმართვისას თქვენ სრულად ხართ დაცული მეორადი და არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისგან.

"სამსუნგის" ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ განსაკუთრებული საჩუქრები და ფასდაკლებები სამსუნგის და მისი ოფიციალური პარტნიორებისაგან. მხოლოდ "სამსუნგის" ოფიციალური პროდუქტის შეძენისას შეძლებთ ისარგებლოთ აქციებით, როგორიცაა მაგალითად Trade-In - გაცვალოთ თქვენი სმარტფონი სამსუნგის უახლეს ფლაგმანზე Galaxy S10e|S10|S10+, და/ან საჩუქრად მიიღოთ დამატებითი 1 წლიანი გარანტია ეკრანის შეცვალზე.

"სამსუნგის" ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან: ალტაოექი, ელიტ ელექტრონიქსი, მეტრომარტი, მაგთი, სმაილი და ასევე ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

(R)