1-ლი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი

2019 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თებერვალში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 116.9 მლნ ლარით, ანუ 0.3 %-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით შემცირდა) და 2019 წლის პირველი მარტისათვის 38.9 მლრდ ლარი შეადგინა.

ამასთან, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.5%-ა.