ქართული ხორბლის კულტურას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.
ამის შესახებ მთავრობის 25 მარტის დადგენილებაშია აღნიშნული.
„არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ქართული ხორბლის კულტურას (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია,“-აღნიშნულია დადგენილებაში.