ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ამჟამად სამინისტრო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. როგორც მან განმარტა, სოციალური მუშაკების მოვალეობებს სამინისტროს თანამშრომლები და შტატგარეშე თანამშრომლები ასრულებენ.
„დღეს დამატებით 15 შტატგარეშე თანამშრომელი ავიყვანეთ. კიდევ 20-ის აყვანის შესახებ სავარაუდოდ, ხვალ, მთავრობის სხდომაზე მივიღებთ ნებართვას და ავიყვანთ. თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგვჭირდა მსგავს რეჟიმში მუშაობა, დამატებით კიდევ მინიმუმ 30 თანამშრომლის აყვანა დაგვჭირდება.
რაც შეეხება 50 თანამშრომლის დამატებას, ეს გაფიცვის დაწყებამდე ჩვენი შეთანხმების ნაწილი იყო და რა თქმა უნდა, კვლავ ძალაშია. თუ ვნახავთ, რომ კიდევ საჭიროა დამატებითი რესურსები, ჩვენი მოვალეობაა, რომ მომსახურების პროცესში უწყვეტობა უზრუნველვყოთ,“ - განაცხადა მინისტრმა.