“ვისი საქმიანი მარცხის ისტორიების შესახებ მოისმენთ Fuckup Nights-ის მე-11 ღონისძიებაზე?”

27 მარტს “ფაბრიკაში” Fuckup Nights-ის მე-11 ღონისძიება ჩატარდება. Tbilisi Startup Bureau-სა და Impact Hub Tbilisi-ს მიერ ორგანიზებულ მე-11 ღონისძიებაზე თავიანთი საქმიანი მარცხის შესახებ Gulf Georgia-ს გაყიდვების განყოფილების უფროსი სოფიო ქათამიძე, ბიზნეს აქსელერატორ “სპარკის” მენეჯერი სანდრო კანდელაკი;

ტურიზმისა და მასპინძლობის კონსულტანტი მაია სიდამონიძე, რეჟისორი და საქართველოს კინოაკადემიის წევრი, “აფროდიტე” ინტიმ-სალონისა და ნდობის ტელეფონის თანადამფუძნებელი თენგიზ მალანია ისაუბრებენ. აღნიშნული სპიკერებისგან მხიარული, სასიამოვნო და საინტერესო ისტორიები გელოდებათ. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები და „თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ თანადამფუძნებლები, გური ქოიავა და ჰაიკ ასრიანცი გვპირდებიან, Fuckup nights-ის მე-11 ღონისძიებაზე სტარტაპერები, ბიზნესმენები თუ უბრალოდ დროის საინტერესოდ გატარების მსურველები, კიდევ ერთხელ შეძლებენ, თბილისის სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებაში წვლილი თავიანთი წვლილი შეიტანონ. “ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა მე­წარ­მე­ე­ბის­თვის, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თვის, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის­თვის, მე­ნე­ჯე­რე­ბის­თვის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის...ღო­ნის­ძი­ე­ბა არის ყვე­ლას­თვის, ვი­საც სურს ის­წავ­ლოს სხვის შეც­დო­მებ­ზე და დრო გა­ა­ტა­როს კარგ გა­რე­მო­ში სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად. „სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლა გო­ნივ­რუ­ლია, სხვის შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლა გე­ნი­ა­ლუ­რი”,- აღნიშნავენ ორგანიზატორები. რა არის Fuckup Nights? თვეში ერთხელ, მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში, 300-ზე მეტ ქალაქში და მათ შორის თბილისშიც - 4 წარმატებული ადამიანი საკუთარ პროფესიულ Fuckup-ს ფართო აუდიტორიას უზიარებს.

Fuckup Nights Tbilisi -ის სპიკერები არიან ადამიანები, რომლებმაც განიცადეს მარცხი, არ დანებდნენ, ისწავლეს, გააგრძელეს მოძრაობა, განვითარდნენ და მზად არიან საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიარონ!

ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi პარტნიორობით და მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA და თბილისის ღამის ეკონომიკა / Tbilisi Night Economy. ღონისძიების მასპინძელია Fabrika • ფაბრიკა.

Fuckup Nights Tbilisi vol. 11-ის პარტნიორები არიან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, ლურჯი ოკეანე • Blue Ocean წარმატების ბიბლიოთეკა, UniPAY, Wolt, Snap Fitness Georgia, Shop69, Jim Beam, ქარვა • Karva და Borjomi • ბორჯომი.

ღონისძიების მედია პარტნიორები არიან Marketer.ge, Entrepreneur Georgia, AT.ge, ინდიგო • Indigo, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი და რადიო შოკოლადი.

ივენთის ლინკი https://www.facebook.com/events/2324442364459367/