თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ საჭირო იქნება მერიის ჩართულობა ტურისტულ ზონებში ბოშების საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ხელმძღვანელობა პრობლემის გადაწყვეტაში ჩაერთვება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოშების საკითხი დედაქალაქის მერიის გადასაწყვეტი არ არის.
„ტურისტულ ზონებში ბოშების საკითხი მერიის თემა არ არის. ამ თემაზე სხვადასხვა უწყებები მუშაობენ, თუმცა, თუ დედაქალაქის მერიის ჩართულობა იქნება აუცილებელი, ჩვენ მზად ვართ ამ პრობლემის მოგვარებაში მივიღოთ მონაწილეობა და განვახორციელოთ ის ღონისძიებები, რაც საჭიროა ამის მოსაგვარებლად",- განაცხადა კალაძემ.
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში, ტურისტულ ზონებში, ბოშები ტურისტებს ავიწროებენ და მათ სერიოზულ დისკომფორტს უქმნიან.