ელექტრომობილების დატენვის საფასური შეიცვალა

ელექტრომობილების დატენვის საფასური შეიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ი-სფეისი“ ავრცელებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ელექტრომობილის დამტენებს ამონტაჟებს. კერძოდ, კომპანიის ცნობით, შეიცვალა სწრაფი დამტენის ტარიფის დაანგარიშების პრინციპი.

უფრო კონკრეტულად კი:

  • სწრაფი დამტენით სარგებლობის პირველი 20 წუთის განმავლობაში, 1 წუთის ღირებულება შეადგენს კვლავაც 50 თეთრს;
  • დამტენით შემდეგი 20 წუთი სარგებლობისთვის, 1 წუთში გადაიხდით 35 თეთრს;
  • ხოლო, სწრაფი დამტენით სარგებლობის 41-ე წუთიდან ნებისმიერ დრომდე, 1 წუთის ღირებულება 25 თეთრს შეადგენს.
თაია არდოტელი