ევროკავშირში 2021 წლიდან ყველა სახის ერთჯერადი პლასტმასის ნივთის გამოყენება აიკრძალება

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 2021 წლიდან ყველა სახის ერთჯერადი პლასტმასის ნივთის გამოყენება აიკრძალება.

შესაბამის ინიციატივას მხარი ევროკავშირის კანონმდებლებმა დაუჭირეს. საუბარია ერთჯერადი დანების, ჩანგლების, კოვზების, კონტეინერების და ყურის ჩხირების აკრძალვაზეც.

ამ ინიციატივას მხარი ევროპარლამენტში 560-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 35 კი წინააღმდეგ გამოვიდა.

ახლა უკვე თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ინდივიდუალურად შეუძლიათ აირჩიონ ის გზები და მეთოდები, რითიც ერთჯერადი მოხმარების პლასტმასის ნივთების გამოყენებას შეზღუდავენ. რა უნდა იყოს მათი ალტერნატივა, ესეც თითოეული წევრი ქვეყნის გადასაწყვეტია.