რატომ შეიძლება არსებობდეს ორი ან მეტი „ნიკორა“ და რა განსხვავებაა მათ შორის

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ 1 ტო­ნამ­დე სა­ეჭ­ვო წარ­მო­მავ­ლო­ბის ვა­და­გა­სუ­ლი ხორ­ცი აღ­მო­ა­ჩი­ნა, გა­ა­ნად­გუ­რა და ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რე­ბი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და­ა­ჯა­რი­მა.

და­ჯა­რი­მე­ბულ კომ­პა­ნი­ებს შო­რის ნახ­სე­ნე­ბი იყო შპს „ნი­კო­რა“, რო­მელ­საც (რო­გორც თვი­თონ­ვე მი­უ­თი­თეს გან­ცხა­დე­ბა­ში) რე­ა­ლუ­რად ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ბრენდ და სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ „ნი­კო­რას­თან“ სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს გარ­და და­სა­ხე­ლე­ბი­სა. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ­მა ფაქ­ტმა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მა­ინც და­აბ­ნია და მათ და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი კომ­პა­ნია ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ბრენდ ნი­კო­რას­თან გა­ა­ი­გი­ვეს, რა­მაც ბრენ­დის იმიჯ­ზე ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა იქო­ნია.

გა­უ­გებ­რო­ბის გა­სარ­კვე­ვად და იმის და­სად­გე­ნად, თუ რა­ტომ არ­სე­ბობს ერთი და­სა­ხე­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი, ბრენდ „ნი­კო­რას“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯერ­მა ანა კო­შა­ძემ და სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ის იუ­რი­დი­ულ­მა ანა­ლი­ტი­კოს­მა ნიკა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ ეთერ­ში ისა­უბ­რეს.

რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად, ვინ და­ჯა­რიმ­და და რა­ტომ მოხ­და მომ­ხმა­რებ­ლის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა?

ანა კო­შა­ძე: რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი და­ჯა­რიმ­და ვა­და­გა­სუ­ლი ხორ­ცის გამო. მათ შო­რის ნახ­სე­ნე­ბი იყო შპს „ნი­კო­რა“, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი ჩვენს კომ­პა­ნი­ას­თან, ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ ბრენდ ნი­კო­რა­სა და სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ ნი­კო­რას­თან არ აქვს. უბ­რა­ლოდ, მოხ­და სა­ხე­ლე­ბის დამ­თხვე­ვა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით სამ­წუ­ხა­როდ დაშ­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ და­აბ­ნია მომ­ხმა­რე­ბე­ლი. დღეს რე­ა­ლუ­რად სა­ხელ­წო­დე­ბით „ნი­კო­რა“ 10-მდე იუ­რი­დი­უ­ლი პირი ფიქ­სირ­დე­ბა, რო­მელ­თაც ჩვენ­თან არა­ფე­რი აქვთ სა­ერ­თო.

რო­გორ ხდე­ბა, რომ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია არ­სე­ბობს ერთი და იმა­ვე და­სა­ხე­ლე­ბით? შე­ზღუდ­ვე­ბი არ უწეს­დე­ბათ მათ?

ნიკა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი: რე­ა­ლუ­რად ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ერთი და იმა­ვე და­სა­ხე­ლე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი არ­სე­ბობ­დნენ და ამავდრო­უ­ლად, ერ­თსა და იმა­ვე სფე­რო­შიც საქ­მი­ა­ნობ­დნენ. წლე­ბის წინ ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ იყო, კა­ნო­ნი პირ­და­პირ კრძა­ლავ­და იდენ­ტუ­რი და­სა­ხე­ლე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ას, თუმ­ცა მას შემ­დეგ ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, მე­წარ­მე­თა შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ბევ­რი ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და. დღეს რომ შეხ­ვი­დეთ სა­მე­წარ­მეო რე­ესტრში, სულ მცი­რე ერთ ათე­უ­ლამ­დე შპს „ნი­კო­რას“ იპო­ვით. მათი ნა­წი­ლი საქ­მი­ა­ნობს სურ­სა­თის სფე­რო­ში, ნა­წი­ლი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ამ შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რე­ბე­ლი და რო­გორ გა­არ­ჩი­ოს პრო­დუქ­ცია რო­მელ კომ­პა­ნი­ას ეკუთ­ვნის?

ანა კო­შა­ძე: რე­ა­ლუ­რად, არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე შპს „ნი­კო­რა“, მაგ­რამ ბა­ზარ­ზე ამ და­სა­ხე­ლე­ბით პრო­დუქ­ცი­ის გა­მოშ­ვე­ბა მხო­ლოდ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია. კომ­პა­ნი­ის იუ­რი­დი­უ­ლი და­სა­ხე­ლე­ბა გან­სხვავ­დე­ბა სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნის­გან. „ნი­კო­რა“, რო­გორც სა­სა­ქონ­ლო ნი­შა­ნი, ჩვენ გვაქვს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მის რე­ესტრში და სხვა ბიზ­ნეს­სუ­ბი­ექტს უფ­ლე­ბა არ აქვს, რომ ეს და­სა­ხე­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს ფა­სად­ზე, შე­ფუთ­ვის წარ­წე­რა­ზე, სა­რეკ­ლა­მო აქ­ტი­ვო­ბა­ში ან მომ­ხმა­რე­ბელ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში. ვერც ერთი ბიზ­ნეს­სუ­ბი­ექ­ტი ვერ გა­ყი­დის თა­ვის პრო­დუქტს ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის სა­ხე­ლით. რო­დე­საც ყი­დუ­ლობთ პრო­დუქ­ცი­ას წარ­წე­რით „ნი­კო­რა“, ის აუ­ცი­ლებ­ლად ჩვე­ნი წარ­მო­ე­ბი­საა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ურ­კვევ­ლო­ბის წარ­მოქ­მნის­თვის შპს „ნი­კო­რა“ და­ჯა­რიმ­დე­ბა?

ნიკა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი: არ და­ჯა­რიმ­დე­ბა, რად­გან ამ სა­ხე­ლით რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რის არ­სე­ბო­ბა იუ­რი­დი­უ­ლად დაშ­ვე­ბუ­ლია. მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად რამ­ხე­ლა პრობ­ლე­მე­ბი მოყ­ვე­ბა ამას, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლამ კარ­გად და­ვი­ნა­ხეთ. ფაქ­ტობ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბი ყვე­ლა­ფე­რი სწო­რია. სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ მი­უ­თი­თა, რომ ეს სხვა „ნი­კო­რა“ იყო, მაგ­რამ ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­დგო­მი გა­დავ­რცე­ლე­ბა სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად მოხ­და. როცა ვკი­თხუ­ლობთ შპს „ნი­კო­რა“, ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად ბრენდ „ნი­კო­რას­თან“ ასო­ცირ­დე­ბა. ეს, ერთი მხრივ, კარ­გია, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, ბრენ­დს პრობ­ლე­მა შე­უქ­მნა.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვა აქამ­დე თუ ყო­ფი­ლა და მა­შინ რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი?

ანა კო­შა­ძე: მსგავ­სი რამ აქამ­დე არ მომ­ხდა­რა. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა ჩვე­ნი ბრენ­დი ასეთ გა­უ­გებ­რო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. აქვე კი­დევ ერთხელ მინ­და გან­ვმარ­ტო, რომ ჩვენ ვართ სს „ნი­კო­რა“, რო­მელ­შიც შე­დის არა­ერ­თი შპს და მათ შო­რის შპს „ნი­კო­რა“. თუმ­ცა მას არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს იმ ბიზ­ნეს­სუ­ბი­ექ­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც ამა­ვე და­სა­ხე­ლე­ბით ფიქ­სირ­დე­ბი­ან რე­ესტრში. „ნი­კო­რას“ სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნით გა­მო­სუ­ლი პრო­დუქ­ცია ეკუთ­ვნის იმ შპს „ნი­კო­რას“, რომ­ლის 20 წლი­ან ის­ტო­რი­ა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა ენ­დო­ბა. იმე­დი მაქვს, რომ მსგავ­სი გა­უ­გებ­რო­ბე­ბი მომ­ხმა­რებ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ნე­გა­ტი­უ­რად არ აი­სა­ხე­ბა.

წყა­რო: ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დი