"ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები უმნიშვნელოვანესია, რათა ქვეყანამ 21-ე საუკუნეში ეკონომიკურ წარმატებას მიაღწიოს"

ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები უმნიშვნელოვანესია, რათა ქვეყანამ 21-ე საუკუნეში ეკონომიკურ წარმატებას მიაღწიოს", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა განაცხადა.

უილსონი დაესწრო "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის დაჯილდოებას, სადაც გამარჯვებულ პროექტად "ბარნის სმარტ ლაბირინთი" გამოცხადდა.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებთ ამ ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც გამოხატავს იმ ქართველი მოსწავლეების წარმატებას, რომელსაც მათ მიაღწიეს იმ მიმართულებებით, როგორიცაა ინჟინერია, ტექნოლოგია, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. ეს უნარები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ახალგაზრდამ და ქვეყანამ მიაღწიოს წარმატებას 21-ე საუკუნეში ეკონომიკაში. სწორედ ამიტომ აშშ მხარს უჭერს ამ პროექტს, რაც გახლავთ უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილი, რომელიც ემსახურება საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას", - აღნიშნა უილსონმა.