საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, 4 000 წყვილი სპეციალური სპეცფეხსაცმელი იტალიურ კომპანია "GRISPORT"-ისგან შეიძინა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, ახალი სპეცფეხსაცმელი, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებით სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოს მასშტაბით, 3 200 მეხანძრე-მაშველს დაურიგდა.
სპეცფეხსაცმელი 2-წლიანი საექსპლუატაციო ვადით გამოირჩევა.
მეხანძრე-მაშველებისთვის სპეცფეხსაცმლის შეძენისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 677 600 ლარი დაიხარჯა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უახლოეს მომავალში, მეხანძრე-მაშველები ახალ სპეცტანსაცმელსაც მიიღებენ.