1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6914 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6914 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6914 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6969 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0055 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0203 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0335 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0132 ლარი შეადგინა.