თბილისში გასაქირავებელი ბინები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე, ყველაზე იაფი კი დიდ დიღომშია - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ მიერ ჩატარებულ უძრავი ქონების ბაზრის კვლევაში.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოში უძრავი ქონების გაქირავების ბაზარი შედარებით დაუცველია, საცხოვრებელი საიჯარო შემოსავალი ძირითადად არარეგისტრირებულია. თუმცა მიუხედავად ამისა, გასაქირავებელ ბინებზე მოთხოვნა მაინც მზარდია, მატულობს ქირის ფასიც. ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ერთი კვადრატული მეტრი ბინის გასაქირავებელი ფასი 1,6%-ით გაიზარდა.
„თიბისი კაპიტალის“ ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს თბილისში საცხოვრებელი ფართით ქირავნობის საშუალო თვიური ფასი იყო 5.34 აშშ დოლარი. უბნების მიხედვით, ყველაზე ძვირია ბინები მთაწმინდაზე, სადაც ერთი კვადრატული მეტრი ფართის გაქირავება თვეში 7,17 დოლარი ღირს. მას მოსდევს ვაკე - 6.98 აშშ დოლარით და საბურთალო 6.28 აშშ დოლარი. ბინის ქირის ფასი ყველა იაფი გლდანის რაიონში (4.58 აშშ დოლარი), ნაძალადევსა (4.57 აშშ დოლარი) და დიდ დიღომშია (3.93 აშშ დოლარი).
ერთი კვ/მ ბინის წლიური ღირებულება გაქირავებისას: