თეთრმა სახლმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო, რომელიც 2018 წელს დიდ ბრიტანეთში ნევროპარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკის“ გამოყენებას უკავშირდება. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე განახორციელეს სანქციები და ახლა თეთრი სახლისგან ელოდებიან ახალი სანქციების დამტკიცებას.
დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 2018 წლის მარტში გრუ-ს ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია მოწამლეს. მომხდარმა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. ლონდონმა მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა, რაც მოსკოვმა კატეგორიულად უარყო.