თბილისის მასშტაბით მოძრავ მიკროავტობუსებს ქიმიური წმენდას ჩაუტარდებენ, დაზიანებულ სავარძლებს კი შეუცვლიან. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი“ ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მსგავსი სახის პროცედურები მიკროავტობუსებს წელიწადში ორჯერ უტარდება.
„ზამთრის სეზონის დასრულებისთანავე კომპანიამ დაიწყო ზაფხულისთვის მზადება - დედაქალაქის მასშტაბით მოძრავ "თბილისის მიკროავტობუსის" კუთვნილ ყველა ყვითელ მიკროავტობუსს ეტაპობრივად ჩაუტარდება ქიმიური წმენდა, მოხდება დაზიანებული სავარძლების შეკეთება და ჩანაცვალება. ქიმწმენდა ავტომობილებს რეგულარულად უტარდებათ ყოველ ექვს თვეში ერთხელ შემოდგომაზე და გაზაფხულზე. ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მოვლა-შენახვისთვის ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ათასი ლარი იხარჯება. მიმდინარეობს იმ ტიპის ხარვეზების აღმოფხვრა, რაც უშუალოდ მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას უკავშირდება. გარდა ამისა, სამუშაო დღის დაწყებამდე, ხდება ავტოფარეხში მიკროავტობუსის ზედაპირული დათვალიერება და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებას შეკეთებამდე ეკრძალება ხაზზე სამუშაოდ გასვლა“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.