ალიანს სიტი - ახალი ტრენდი დეველოპმენტში

"ალი­ანს ჯგუ­ფი", ლი­დე­რი სამ­შე­ნებ­ლო-დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბა­თუმ­ში ახალ უპ­რე­ცე­დენ­ტო ენერ­გო­ე­ფექ­ტურ პრო­ექტს გა­ნა­ვი­თა­რებს. პრე­მი­უმ კლა­სის ბრენ­დუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­ტუმ­რო­ე­ბის და­ა­პარ­ტო­ტე­ლე­ბის შემ­დეგ, კომ­პა­ნია აჭა­რის რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის სა­ვაჭ­რო ცენტს და A კლა­სის სა­ო­ფი­სე ფარ­თებს აა­შე­ნებს.

"ალი­ანს სი­ტის" მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სის პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა 20 ათას­კვ.მ-ზე იგეგ­მე­ბა, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც დღეს ე.წ "ლუჟ­კო­ვის სახ­ლი" მდე­ბა­რე­ობს, სახ­ლი, რო­მე­ლიც რო­მე­ლიც ორი ათე­უ­ლი წე­ლია მი­ტო­ვე­ბუ­ლია და­ზი­ანს აყე­ნებს ქა­ლა­ქის იერ­სა­ხეს და ეკო­ლო­გი­ას. 13-სარ­თუ­ლი­ა­ნი უსა­ხუ­რი შე­ნო­ბის ნაც­ვლად"ალი­ანს ჯგუ­ფი" 5-სარ­თუ­ლი­ან რეკ­რე­ა­ცი­ულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას გა­ნა­ვი­თა­რებს, რაც ჰა­ე­რის ნა­კა­დის­თვის 2.5-ჯერ ნაკ­ლებ წი­ნა­ღო­ბას ნიშ­ნავს.

ენერ­გო­ე­ფექ­ტურ კომ­პლექსში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა­ი­ნო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რაც მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ამ­ცი­რებს ენერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად შემ­ცირ­დე­ბა ნახ­ში­რორ­ჟან­გის (CO2) გა­მო­ყო­ფა და­გა­რე­მო­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა სუფ­თა ჰა­ე­რი. ჯამ­ში, "ალი­ანს სიტი" და­ზო­გავს და­ახ­ლო­ე­ბით 60% ენერ­გი­ას, რაც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ახ­ლო­ე­ბით 6500 ტო­ნით ნაკ­ლე­ბი ნახ­ში­რორ­ჟან­გის გა­მო­ყო­ფის ტოლ­ფა­სია.

ამ რა­ო­დე­ნო­ბის ნახ­ში­რორ­ჟან­გის კომ­პენ­სა­ცი­ის­თვის სა­ჭი­როა 32 000 ხე. ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი მშე­ნებ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტუ­რის­ტუ­ლად აქ­ტი­ურ ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც მუდ­მი­ვად ახა­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კომ­პლექ­სე­ბი შენ­დე­ბა და სწო­რედ ასე­თია ბა­თუ­მი. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს აშე­ნე­ბუ­ლი "ლუჟ­კო­ვის სახ­ლი" კი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა იმ მო­თხოვ­ნებს, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ბა­თუმს აქვს, შავი ზღვის­პი­რე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო კუ­რორ­ტს, ქა­ლაქს, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბაც მხო­ლოდ 180 ათა­სია და 2 მი­ლი­ო­ნამ­დე ტუ­რისტსს­ტუმ­რობს.

"ე.წ ლუჟ­კო­ვის სახ­ლის პრო­ექ­ტი მა­შინ და­ი­გეგ­მა, როცა ბა­თუმს არ ქონ­და გან­ვი­თა­რე­ბის ის დი­ნა­მი­კა რაც 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში აქვს. თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზღვაო ქა­ლა­ქე­ბის და კუ­რორ­ტე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ტენ­დენ­ცია კი არის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტე­ბის, სას­ტუმ­რო­ე­ბის, გა­სარ­თო­ბი და და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კომ­პლექ­სე­ბის გან­ლა­გე­ბა პირ­ველ ზოლ­ში და არა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის" - აღ­ნიშ­ნავს აკა­კი სონ­გუ­ლია, "ალი­ანს ჯგუ­ფის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

"ალი­ანს სიტი" ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის­თვის სრუ­ლი­ად ახალ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, მას­შტა­ბურ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრს და A კლა­სის სა­ო­ფი­სე ფარ­თებს, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დის სას­ტუმ­როს მო­ი­ცავს, დე­ვე­ლო­პე­რი 350 მი­ლი­ონ ლარს და­ხარ­ჯავს.

"ალი­ანს სი­ტის" სრუ­ლი­ად შეც­ვლის და ახალ სტან­დარ­ტებს და­ნერ­გავს ბა­თუ­მის კო­მერ­ცი­ულ და სა­ო­ფი­სე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე, ისე­ვე რო­გორც "ალი­ანს ჯგუ­ფის" პრე­მი­უმ კლა­სის აპარ­ტო­ტე­ლებ­მა შე­მო­ი­ტა­ნეს თა­მა­შის ახა­ლი წე­სე­ბი ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე და შე­დე­გად ბა­თუ­მი ზღვის­პი­რე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო კუ­რორ­ტად გარ­და­იქ­მნა," - აცხა­დებს აკა­კი სონ­გუ­ლია.

"ალი­ანს სიტი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ე.წ. მი­ნი­ქა­ლა­ქის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლებს და ტუ­რის­ტებს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას შეს­თა­ვა­ზებს ერთ სივ­რცე­ში, იქ­ნე­ბა ეს სა­ვაჭ­რო, სა­ო­ფი­სე თუ­სას­ტუმ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით. "ალი­ანს სი­ტის" პრო­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, 2023 წლის­თვის, თბი­ლი­სის მსგავ­სად ბა­თუმ­საც ექ­ნე­ბა თა­ვი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი ბრენ­დუ­ლი მა­ღა­ზი­ე­ბით. პრო­ექ­ტის მას­შტა­ბუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას 1000-ზე მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რის და­საქ­მე­ბა მოხ­დე­ბა. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია "ალი­ანს სი­ტის" თა­ნა­მედ­რო­ვე ბიზ­ნეს კლა­სის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ბა­თუ­მე­ლე­ბის­თვის მუდ­მი­ვი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

"ალი­ანს ჯგუ­ფის" შე­სა­ხებ

"ალი­ანს ჯგუ­ფი" პირ­ვე­ლი სამ­შე­ნებ­ლო-დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მელ­მაც ბა­თუმ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი აა­შე­ნა 2005 წელს; პირ­ვე­ლია, ვინც სას­ტუმ­რო-აპარ­ტა­მენ­ტის კონ­ცეფ­ცია და­ნერ­გა 2008-ში; და პირ­ვე­ლი, ვინც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი შე­ნო­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­ტუმ­რო ბრენ­დებ­თან და­ა­კავ­ში­რა2015-ში. აჭა­რის რე­გი­ონ­ში კომ­პა­ნი­ას $200 მი­ლი­ონ­ზე მეტი აქვს და­ბან­დე­ბუ­ლი მსხვილ­მას­შტა­ბი­ან, უკვე დას­რუ­ლე­ბულ პრო­ექ­ტებ­ში. და­მა­ტე­ბით $390 მი­ლი­ო­ნის ინ­ვეს­ტი­რე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ კომ­პლექსთა ფრან­ში­ზებს მო­ი­ცავს, მათი გან­ვი­თა­რე­ბა კი, თა­ვის მხრივ, გან­თქმულ სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­ტუმ­რო ქსე­ლებ­თან პარტნი­ო­რო­ბით ხდე­ბა, რო­გო­რე­ბი­ცაა Marriott International-ი და Wyndham Hotel Group-ი.