ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, კომპანია Huawei-ის მოგებამ 2018 წლის განმავლობაში თითქმის 9 მილიარდ დოლარამდე მოიმატა. მთავარი მოგების მომტანა რა თქმა უნდა, კომპანიის სმარტფონებზე მაღალი მოთხოვნა გახდა. მოგების ზრდას ხელი ვერ შეუშალა ამერიკის მხრიდან კომპანიის წინააღმდეგ წარმოებულმა კამპანიამ - წერს CNN.
კომპანიის განცხადებით, 2018 წელს მისი მოგება 25%-ით 59,3 მილიარდ იუანამდე (8,7 მილაირდ დოლარამდე) გაიზარდა. გაყიდვები საპროგნოზო მაჩვენებელს ჩამორჩა, თუმცა ის 19,5%-ით არის გაზრდილი, შედეგად კი კომპანიამ 721 მილიარდი იუანის (105 მილიარდი დოლარის) შემოსავალი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ Huawei ყიდის ყველაზე მეტ ტელესაკომუნიკაციო აღჭურვილობას მსოფლიოში და მისი სმარტფონების ბიზნესიც ბევრად უფრო სწრაფად მზარდია, ვიდრე მისი კონკრუენტების Samsung-ის და Apple-ის.
თუმცა არის შესაძლებლობა, რომ მისი ტელეკომუნიკაციების მიმართულებამ კლება განიცადოს, ვინაიდან არ არის გამორიცხული ამერიკის მსგავსად Huawei-ის ტენქოლოგიაზე უარი თქვან სხვა ქვეყნებმაც. კომპანიის განცხადებით, ამ მიმართულებით კომპანიის გაყიდვები 2018 წელს შემცირდა 1,3%-ით. ანალიტიკოსების განცხადებით, ამერიკის წნეხი კომპანიაზე გავლენას იქონიებს, თუმცა მას მოკლევადიანი ეფექტი ექნება.
როგორც ცნობილია, აშშ ეწინააღმდეგება Huawei-ის ამბიციებს - გახდეს ახალი მეხუთე თაობის ტექნოლოგიის გლობალური ლიდერი. ვაშინგტონი მის მოკავშირეებს მოუწოდებს, აკრძალონ მათ ქვეყნებში Huawei-ის 5G მხარდამჭერი აღჭურვილობები, ვინაიდან მათ პეკინი სხვა ქვეყენბში ჯაშუშობისთვის გამიყენებს.
Huawei -ში აცხადებენ, რომ მათი ამბიციები სხვა ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებას არ ემუქრება.