"ელიტ ელექტრონიქსის" ბათუმის მაღაზიებში მომხმარებელი 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებს

"ელიტ ელექტრონიქსის" ბათუმის მაღაზიებში მომხმარებელს მისთვის სასურველი ტექნიკის შეძენა 50%-მდე ფასდაკლებით შეეძლება.

კომპანიის ინფორმაციით, ფასდაკლების აქცია მხოლოდ 26 ივლისს, 17:00-დან 21:00 საათამდე იმოქმედებს.

მოსახლეობას ასევე საშუალება აქვს, მიიღოს უამრავი საჩუქარი. სპეციალურად აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით "ელიტ ელექტრონიქსი" ბათუმის ჭავჭავაძის 78-ში არსებულ მაღაზიასთან ცოცხალ კონცერტს გამართავს. ბავშვებისთვის ანიმატორები და ჯამბაზები გასართობ შოუ პროგრამას წარმოადგენენ და ასევე შეეძლებათ ისიამოვნონ "არგოს" ცივი ლუდით უფასოდ.

მსგავსი ტიპის აქციებს "ელიტ ელექტრონიქსი" უკვე ტრადიციულად ყოველ წელს სთავაზობს ბათუმის მოსახლეობას და კვლავ განაგრძობს სხვადასხვა კრეატიული აქციების შეთავაზებას.