საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით IFRRO-ც უჭერს მხარს

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებს კი­დევ ერთი მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია - რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბის უფ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ა IFRRO გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ სფე­რო­ში ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნი­სა და ერთი ფან­ჯრის პრინ­ცი­პის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვის გამო.

IFRRO აერ­თი­ა­ნებს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია IFRRO-ს წევ­რი 2012 წლი­და­ნაა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის გიგა კო­ბა­ლა­ძის სა­ხელ­ზე გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილს ხელს აწე­რენ IFRRO-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი და გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი კა­რო­ლინ მორ­გა­ნი და IFRRO-ს პო­ლი­ტი­კი­სა და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მე­ნე­ჯე­რი პიერ ოლი­ვი­ერ ლეს­ბურ­გე­რე­სი.

გთა­ვა­ზობთ წე­რილს უც­ვლე­ლად:

„ჩვენ შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იქ­მნა ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ფო­კუ­სი­რებს იმ უფ­ლე­ბე­ბის მარ­თვა­ზე, რომ­ლის მარ­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაც მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ას და ამ წე­რი­ლით გვსურს გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვე­ნი სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა ასო­ცი­ა­ცი­ის მი­მართ.

IFRRO-ს ჰყავს ერთი წევ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია. ასო­ცი­ა­ცია წევ­რი გახ­და 2012 წელს და ჩვენ, ორი ორ­გა­ნი­ზა­ცია ყო­ველ­თვის ნა­ყო­ფი­ე­რად ვთა­ნამ­შრომ­ლო­ბით. 2015 წელს IFRRO-ს ევ­რო­პის გან­ვი­თა­რე­ბის კო­მი­ტე­ტი ჩა­ტარ­და თბი­ლის­ში და 2018 წელს ჩვენ ორმა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით აღ­ვნიშ­ნეთ მსოფ­ლი­ოს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის დაც­ვის დღე თბი­ლის­ში.

დიდი ხნის წინ და­არ­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, კერ­ძოდ, ასო­ცი­ცია დღე­ი­სათ­ვის ერ­თა­დერ­თი კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით მარ­თავს ავ­ტო­რე­ბი­სა და გა­მომ­ცემ­ლე­ბის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბის უფ­ლე­ბას, ამას­თან ანი­ჭებს დიდ იმედს ევ­რო­პის უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლებ­საც და ასო­ცი­ა­ცია ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ახლო პარტნი­ო­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა.

ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო იმ 34 ქვე­ყა­ნას შო­რი­საა მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო, რომ­ლებ­მაც მო­ახ­დი­ნეს სა­ჯა­რო თხო­ვე­ბის უფ­ლე­ბის (Public Lending Right) იმპლე­მენ­ტი­რე­ბა, რაც ასა­ხუ­ლია ამ უფ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ვებ გვერ­დზე: plrinternational.com ესეც ასე­ვე წარ­მო­ად­გენს იმის დას­ტურს, რომ ასო­ცი­ა­ცი­ას დიდი სა­მუ­შაო აქვს გა­წე­უ­ლი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი­სათ­ვის ჰო­ნო­რა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ჩვენ გვჯე­რა, რომ ერთი ფან­ჯრის პრინ­ცი­პის მო­დე­ლი, რაც ასო­ცი­ა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­შია, ამ­ტკი­ცებს რომ ასე­თი ფორ­მა არის სწო­რი იმ მიღ­წე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ. ჩვე­ნი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რომ შე­ნარ­ჩუნ­დეს ერთი ფან­ჯრის პრინ­ცი­პი სა­ქარ­თვე­ლო­ში: პა­რა­ლე­ლუ­რი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ერთი და იმა­ვე უფ­ლე­ბებ­ზე რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­მო­იწ­ვევს გა­უ­გებ­რო­ბას მო­სარ­გებ­ლე­ებ­ში და ხელ­ყოფს ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

ჩვენ იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ ასო­ცი­ა­ცია კლვავ გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას იმპლე­მენ­ტი­რე­ბის კუ­თხით ისეთ სეგ­მენ­ტებ­ში, რო­გო­რი­ცაა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­ცენ­ზი­რე­ბა, სა­ჯა­რო თხო­ვე­ბა, ფი­ზი­კუ­რი პი­რის მიერ ნა­წარ­მო­ე­ბის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა და რეპ­როგ­რა­ფი­უ­ლი გამ­რავ­ლე­ბა".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ მხარ­და­ჭე­რის წე­რი­ლი CISAC-ის­გა­ნაც (ავ­ტორ­თა და კომ­პო­ზი­ტორ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­დე­რა­ცია) მი­ი­ღო.