ბაქოდან და კიევიდან ბათუმის მიმართულებით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები იფრენენ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია SkyUp Airlines-ს და "აზერბაიჯანის ავიახაზების" სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Buta Airways-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით ოპერირების ნებართვები მიანიჭა.

კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე უკრაინული SkyUp Airlines რეგულარულ რეისებს 25 მაისიდან შეასრულებს. ფრენები კვირაში 10 სიხშირით განხორციელდება. აზერბაიჯანული ავიაკომპანია Buta Airways კი ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს 14 ივნისიდან 13 სექტემბრამდე განახორციელებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ პარასკევსა და კვირას შესრულდება.