ამერიკის უსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოები იძიებენ Hyundai-ს და Kia-ს დაახლოებით 3 მილიონ ავტომობილში აალების ფაქტებს. ეს ფაქტი მასიური გაწვევების მიზეზი გახდა.
ქვეყნის მთავარ საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანოში National Highway Traffic Safety Administration (NHTSA) ათასობით საჩივარი შევიდა, სადაც აღნიშნულია, რომ მათ ავტომობილებში მოხდა აალება ყოველგვარი ავტოსაგზაო შემთხვევის გარეშე.
ინციდენტმა ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.
NHTSA -ის განცხადებით, აღნიშნული პრობლემა 6 მილიონზე მეტ ავტომობილს შეეხო 2015 წლიდან, თუმცა მას შემდეგ ხარვეზის აღმოსაფხვრელად მხოლოდ 2,4 მილიონი იქნა გაწვეული.
უკანასკნელი კვლევის მიხედვით, აალების შემთხვევები ფიქსირდება მოდელებში: Hyundai Sonata და Hyundai Santa Fe, ასევე Kia Optima, Kia Sorento და Kia Soul.
რეგულატორის ინფორმაციით, თუ აქამდე კომპანიის მხრიდან გაწვევა მხოლოდ ძრავის ნაწილში აალების მიზეზით ხდებოდა, არ არის გამორიცხული, რომ ეს პრობლემა ავტომობილის სხვა ნაწილშიც აღმოჩნდეს.
ავტომწარმოებლების განცხადებით, ისინი თანამშრომლობენ გამოძიებასთან. აღსანიშნავია, რომ ამერიკული მხარის გარდა საკუთარ გამოძიებას აწარმოებს სამხრეთ კორეული მხარეც.