გასული კვირა სათბურის ბოსტნეულის ფასების ცვლილებით საკმაოდ გამორჩეული იყო.
East fruit-ის ექსპერტების შეფასებით, ეს განსაკუთრებით შესამჩნევი პომიდორისა და კიტრის შემთხვევაში იყო.
მათივე ინფორმაციით, გასულ კვირას მრგვალი, წითელი პომიდვრის ბაზარზე ფასის ცვლილება მხოლოდ მოლდოვაში არ დაფიქსირებულა. ტაჯიკეთში, საქართველოსა და რუსეთში კი პროდუქტი ყველაზე მეტად გაძვირდა. კონკრეტულად საქართველოში სათბურის პომიდვრის ღირებულება 3-5 დოლარს გაუტოლდა.
რაც შეეხება კიტრს, პროდუქტის ფასის ცვლილება მხოლოდ ტაჯიკეთში არ დაფიქსირებულა. ეს მაშინ, როდესაც საქართველოში მისი ფასი მნიშვნელოვად გაიზარდა. კერძოდ, East Fruit-ის ექსპერტების საანგარიშო პერიოდში, კიტრის ფასმა 2,6 დოლარი შეადგინა. თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა დიდია, მიწოდება კი ნაკლები, გამყიდველებისთვის პროდუქტის აღნიშნული ფასით რეალიზება პრობლემას არ წარმოადგენს.