მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალურად დატოვეს.
აღნიშნული განცხადება უცხოელი აქციონერებისთვის უკვე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხაზარაძე და ჯაფარიძე კვლავ შეინარჩუნებენ პოსტებს ბანკის მფლობელ TBC Bank Group PLC-ში. ამასთან, განცხადების მიხედვით, "თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ორ ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატების შერჩევა უკვე მიმდინარეობს.