2018 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალი 75,262,955 ლარი იყო.
ამის შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებულ 2018 წლის პრეზიდენტის არჩვენების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზშია მოცემული.
კომისიის ცნობით, 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პირველ და მეორე ტურში სატელევიზიო კომპანიებში განთავსებული უფასო პოლიტიკური რეკლამის მიახლოებითი სატელევიზიო ღირებულება 30 მილიონი ლარი იყო, ხოლო ფასიანი პოლიტიკური რეკლამის საერთო ღირებულებამ 8 მილიონი ლარი შეადგინა.
შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ ჯამში დაახლოებით, 38 მილიონი ლარი შეადგინა.