რა თანხა დახარჯეს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატებმა პოლიტიკურ რეკლამებზე

2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პირველ და მეორე ტურში სატელევიზიო კომპანიებში განთავსებული საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ ჯამში დაახლოებით, 38 მილიონი ლარი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს. ორივე ტურის ფარგლებში ყველაზე მეტი - 4,967,848 ლარის ფასიანი პოლიტიკური რეკლამა სალომე ზურაბიშვილმა განათავსა, გრიგოლ ვაშაძემ – 2,383,708 ლარის, ხოლო დავით ბაქრაძემ – 600,555 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსეს. რაც შეეხება უფასო პოლიტიკურ რეკლამას, ორი ტურის ფარგლებში ყველაზე მეტი - 9,752,702 ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ განათავსა, დავით ბაქრაძემ – 5,032,654 ლარის, კახა კუკავამ – 3,768,919 ლარის, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 2,647,891 ლარის მიახლოებითი ღირებულების რეკლამა განათავსეს. კომისიის ცნობითვე, 2018 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალი 75,262,955 მილიონი ლარი იყო.

თაია არდოტელი