იანვარ-მარტის პერიოდში, ჩატარებული კვლევის მიხედვით, ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა როგორც სამშენებლო მასალებში, ისე საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სურსათში.
ასევე ტყვიის მაღალი შემცველობა იყო სხვადასხვა სუნელებში და ბულიონის კუბებში. ტყვიის შემცველობაზე კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თბილისის სხვადასხვა უბანში, 17 ოჯახიდან აღებული 268 ყოველდღიური მოხმარების ნივთის სინჯების ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე ჩაატარეს.
მათი ცნობით, გამოკვლეული ოჯახების 77%-ს ბავშვები შეადგენდნენ, რომელთა სისხლში ასევე მაღალი იყო ტყვიის კონცენტრაცია. კვლევის ავტორი ერთ-ერთი ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ იყო, რომლის გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს ვიდეოს თუ როგორ შეიძლება ტყვის შემცველობაზე ცდის ჩატარება სახლის პირობებში. „ბიზნესპრესნიუსი“ აღნიშნულ ვიდეოს გთავაზობთ: