2 აპრილს, გზავნილების მიღების ინოვაციური სერვისი - ლოქერი გაიხსნა. Locker.ge - ასე ჰქვია მეტალის უსაფრთხო, თვითმომსახურების სათავსო კარადების ქსელს, რომელიც გზავნილის მიღების მაღალტექნოლოგიური ელექტრონული სერვისია.
შპს "ლოქერი" USA2Georgia-ს შვილობილი და პარტნიორი კომპანიაა, რომელიც 2018 წელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიქმნა. დღესდღეობით ლოქერებს თბილისის მასშტაბით ათამდე მისამართზე შეხვდებით, თუმცა ეს ლოკაციები მუდმივად მზარდი იქნება. ამჟამად ლოქერები ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრებსა და მომხმარებლისთვის მოსახერხებელ სხვა უამრავ ადგილზეა განთავსებული.
ლოქერის მსგავსი სათავსო კარადები ევროპასა და აშშ-ში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ლოქერის ანალოგია Amazon Locker-ი, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი წარმატებული სერვისია.
ლოქერი მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული სერვისია და გადაზიდვების ინდუსტრიაში მთავარ ტრენდად მიიჩნევა.
(R)