სამხრეთ კორეის ხელისუფლება 5 აპრილს ექსპლუატაციაში ჩაუშვებს მსოფლიოში პირველი კომერციული დანიშნულების მეხუთე თაობის ქსელს - 5G. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, ქსელის ჩაშვება შესაძლებელი გახდა Samsung Electronics-ის მიერ გამოცემული ახალი სმარტფონის გაყიდვების შედეგად, რომელსაც აქვს 5G სტანდარტის მხარდაჭერა.
ამასთან, ადგილობრივი გაზეთი The Korea Herald იუწყება, რომ 5G ქსელის ჩაშვებისთვის მზადაა ქვეყნის ყველა მობილური ოპერატორი კომპანია.
ტექნოლოგია 5G მასიურად კორეის ხელისუფლებამ 2018 წლის თებერვალში პხენჩანგის ზამთრის ოლიმპიადის დროს დატესტა. თუმცა ის კერძო პირებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 5 აპრილიდან გახდება. მეხუთე თაობის მობილური ქსელი უზრუნველყოფს ინფორმაციის მაღალ გამტარუნარიანობას. მისი რეკორდული სიჩქარე აღწევს 25გბ-ს წამში. მსგავსი მონაცემები კი საშუალებას იძლევა ონლაინ რეჟიმში მოხდეს 8K (Ultra HD) ხარისხის ვიდეოს ტრანსლირება.