სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს ავტომობილების წარმოება წინა წლის პირველი სამი თვის მაჩვენებელთან შედარებით 10%-ით შემცირდა.
პალო-ალტოში ბაზირებულმა კომპანიამ ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კონვეიერიდან 77,100 ავტომობილი გადმოუშვა, მაშინ როცა გასული წლის ბოლო კვარტალში მათი რიცხვი იყო 86,555. სააგენტო ხაზს უსვამს, რომ მსგავსი მაჩვენებლები წინააღმდეგობაში მოდის ილონ მასკის გეგმასთან, რომლის მიხედვით Tesla-ს ავტომობილების წარმოება წლიურ 500,000-მდე უნდა გაიზარდოს.
სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ასევე შემცირებულია კომპანიის ახალი ავტომობილების გაყიდვებიც. ამ დრომდე Tesla-მ მხოლოდ 63,000 ავტომობილი გაყიდა, თუმცა როგორ Associated Press დასძენს, კომპანიაში მაინც დარწმუნებულები არიან, რომ წელს მათი გაყიდვები 360-400 ათას ავტომობილს მიაღწევს.