ჯეფ ბეზოსი 35 მილიარდ დოლარიან განქორწინებას დათანხმდა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი მზადაა გააფორმოს განქორწინების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც 35 მილიარდ დოლარის ალიმენტს ითვალისწინებს.

განქორწინების ხელშეკრულების მიხედვით, მისის ბეზოსი მიიღებს Amazon-ის 4%-ს, რომელიც მისმა მეუღლემ 25 წლის წინ დააარსა.

მისი ინტერესები გათვალისწინებული იქნება ასევე გაზეთ Washington Post-სა და კოსმოსურ კომპანია Blue Origin-ში.

აღნიშნული შეთანხმება ბევრად აღემატება აქამდე ყველაზე ძვირადღირებულ განქორწინების შეთანხმებას ალეკ ვილდენშტაინსა და მის მეუღლე ჯოსელინს შორის, რომელიც 3,8 მილიარდი დოლარი დაჯდა.

კოკა კვირკველია