ბევრი მიიჩნევს, რომ ჰენრი ფორდის მიერ შექმნილი მანქანის მოდელი - T - მსოფლიოში პირველი ავტომობილია.
თუმცა ეს ასე არ არის, T-ს წინამორბედებიც ჰყავდა, რომელიც 100 წელს ითვლის.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მსოფლიოს 7 ყველაზე ძველ მანქანას:
Cuño Cart -1769 წელი
Cuño Cart პირველი პროტოტიპი მანქანაა, რომელიც საფრანგეთში 1769 წელს სამხედრო ინჟინერმა ნიკოლას ჯოზეფ კუგნიტომ შექმნა. ეს მოდელი ავტომობილისა და ძრავის წინამორბედად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ავტომობილის ტესტირებისას გამომგონებელმა კონტროლი დაკარგა და მსოფლიოს პირველი საავტომობილო ავარიაც მოხდა.
ლონდონის ორთქლის კარეტა - 1803 წელი
ლონდონის ორთქლის კარეტა პირველი თვითმავალი კარეტაა, რომლითაც მგზავრები სარგებლობდნენ. ორთქლის კარეტა 1803 წელს ბრიტანელმა გამომგონებელმა რიჩარდ ტრივიტის დიზაინის მიხედვით შექმნა.
Omnibus Hancock – 1832 წელი
ორთქლის „ომნიბუსი“ 1832 წელს ვალტერ ჰენკოკმა შექმნა, ეს იყო პირველი ინდუსტრიული ორთქლის ავტობუსი, რომელსაც მგზავრები რეგულარულად გადაყავდა.
Grenville – 1875 წელი
Grenville ორთქლის ძრავაზე მომუშავე უძველესი სამგზავრო მანქანაა, რომელიც 1975 წელს რობერტ ნევილ გრენვილმა შექმნა. მოგვიანებით გრენვილი დიდი დასავლეთის რკინიგზის მთავარი მექანიკური ინჟინერიც გახდა.
La Marquise – 1884 წელი
ეს ავტომობილი 1884 წელს შეიქმნა და ორთქლის ძრავაზე მუშაობდა. ერთი წლის შემდეგ დაიწყეს ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გამოშვება.
Benz Patent-Motorwagen – 1885 წელი
Benz Patent-Motorwagen მსოფლიოში პირველი შიდა წვის ძრავიანი მანქანაა, რომელიც 1885 წელს კარლ ბენცმა შექმნა. 1886 წლიდან ავტომობილის პატენტი ოფიციალურად გამოვიდა. იგი ითვლება პირველ კომერციულად ხელმისაწვდომ და წარმატებულ შიდა წვის ძრავიან ავტომობილად.
Daimler-Maybach Stahlradwagen – 1889 წელი
Daimler Stahlradwagen პროტოტიპი მანქანაა, რომელიც გერმანელმა ინჟინრებმა გოთლიბ დაიმლერმა და ვილჰელმ მეიბახმა 1889 წელს შექმნეს. ეს არის პირველი სამგზავრო ტრანსპორტი საავტომობილო ინდუსტიაში, რომელიც ოთხ ბორბალზე და ბენზინზე მუშაობდა.